უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში ომის დაწყების გამო მრავალწლიანი იზოლაცია ელოდება და ის ამ ომიდან შერცხვენილი და გაღარიბებული გამოვა. ამის შესახებ ზელენსკიმ Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოგზავნილში აღნიშნა, რომელშიც რუსეთის მოქალაქეებს მიმართა:
“რუსეთის მოქალაქეებო, ნებისმიერს თქვენგანს, ვისაც სწორ ინფორმაციასთან გაქვთ წვდომა, უკვე გააზრებული გექნებათ, რით დამთავრვრდება ეს ომი თქვენი ქვეყნისთვის – სირცხვილით და სიღარიბით; მრავალწლიანი იზოლაციით; ძალიან სასტიკი რეპრესიული სისტემით, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს ზუსტად ისევე არაადამიანურად მოექცევა, როგორც თქვენ, ოკუპანტები ექცეოდდით უკრაინელებს. თქვენივე მოქმდებებზეა დამოკიდებული, რა იქნება მომავალში”, – მიმართა ზელენსკიმ მათ რუსულ ენაზე.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს, რის გამოც, მას არაერთი ქვეყანა, საერთაშორისო ორგანიზაცია და კერძო კომპანია უწესებს სანქციებს.