ვენაში, გაზპრომთან გამართული მოლაპარაკებებიდან დაბრუნებულმა ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ შეთანხმება მიღწეული არ არის.
“ჯერ საერთო შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, ქართულ მხარეს გვინდა, მივიღოთ ისევ ის შედეგი, რასაც ვიღებდით მოცულობების მიღების შემთხვევაში და ვფიქრობ, ალბათ უახლოეს მომავალში დავასრულებთ მოლაპარაკებებს. ამას გინდ ულტიმატუმი დავარქვათ, გინდათ მოთხოვნა, საუბარი მიმდინარეობს იმაზე, რომ მოხდეს გატარების თანხობრივი ანაზღაურება. აქედან გამომდინარე, ქართულ მხარეს გვინდა მივიღოთ იგივე შედეგი, რასაც ვიღებდით ნედლეულის მიღების შემთხვევაში და ასევე, გვქონდეს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში წამოვიღოთ იმდენი მოცულობის ბუნებრივი აირი, რამდენიც იქნება მოთხოვნილი,” – განმარტა კახა კალაძემ.
როდის გაიმართება მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი, ენერგეტიკის მინისტრს ჯერ არ დაუკონკრეტებია.