ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ვოლსკი: უტიფარი მაჭუტაძეა გარანტორი, რომ უარესი არ მოხდება, თუ სხვანაირად მოვიქცევით?

[su_quote]ეს პატარა ქვეყანა, მათი დანაშაულებრივი შეცდომების თუ მოღალატეობრივი პოზიციის გამო, რომლის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია, როდესაც შუბლში გვაქვს დამიზნებული ოკუპანტის ტანკის ლულა და როდესაც ჩვენი მოქალაქეების ესოდენ დიდი რაოდენობა არამარტო დევნილია, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძევლებად ცხოვრობენ, რომ აღარაფერი ვთქვათ ქართველებზე, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში – და ამ ვითარებაში, ადამიანები მოუწოდებენ ჩვენს ქვეყანას, ჩაებას ისეთ ბრძოლაში, სადაც იარაღი არ ექნება ხელში, ხოლო ვისაც იარაღი აქვს ხელში, იმან იქნებ კიდევ მეტი ზარალი მიაყენოს ქვეყანას. საქართველო არის სერიოზულად დაჭრილი მათ მიერ, დააწვინეს საავადმყოფოში, ხოლო ყველა სამედიცინო აღჭურვილობა, წამალი იქნება, ლანცეტი თუ ჟანგბადის ბალიში, ხელში დააჭერინეს რუსეთის ფედერაციას და დღეს ესენი უნამოსოდ, უტიფრად გაყვირიან და თითქოს ეროვნული პოზიციიდან გვმოძღვრავენ აქ. ვინ არის გარანტორი იმისა, რომ თუ კი ასე არ მოვიქეცით, როგორც ვიქცევით, არ გვექნება გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობა. ეს უტიფარი [ნიკა] მაჭუტაძეა ამის გარანტორი, აქ რომ ჭკუას გვარიგებს?[/su_quote]

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

იტვირთბა....