ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

თურქმენეთში არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის შვილმა გაიმარჯვა

თურქმენეთის პრეზიდენტის ვადამდელ არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პირველი პირის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის შვილმა, სერდარ ბერდიმუჰამედოვმა გაიმარჯვა. თურქმენეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მან ამომრჩეველთა ხმების 72.97 პროცენტი მიიღო.

მანამდე, ის ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებდა.

ქვეყნაში ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც გურბანგული ბერდიმუჰამედოვი თანამდებობიდან გადადგა და ამის მიზეზად დაასახელა სურვილი, პოლიტიკური ასპარეზი “ახალგაზრდა თაობისთვის” დაეთმო.

12 მარტს ჩატარებულ არჩევნებში სამი პოლიტიკური პარტიისა და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი ცხრა კანდიდატი მონაწილეობდა. ბერდიმუჰამედოვის ოპონენტებმა ჯამში ხმების 27,03 პროცენტი მიიღეს.

ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 19 მარტს გაიმართება.

 

იტვირთბა....