ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუნდაძე ალტ-ინფოს: ხვალ რომ საქართველო რუსეთთან ომში ჩაებას, ვის მხარეს იბრძოლებთ?

“ხვალ რომ საქართველო რუსეთთან ომში ჩაებას, ვის მხარეს იბრძოლებთ? თუ ისევ დარჩებით საკუთარ ოფისებში?”, – ამ კითხვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პრო-რუსულ და ჰომოფობიურ დაჯგუფებას, ალტ-ინფოს.

“არ შემიძლია არ შევეხო ახლადდაფუძნებული კონსერვატიული პარტიისა და მისი ტელევიზიის, ალტ-ინფოს ქმედებას და რუსული პოლიტიკის ღია პროპაგანდას. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო სუნთქვაშეკრული უყურებს უკრაინის მოვლენებს, თუ როგორ ბომბავს რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას, ერთი კითხვა მაქვს მათთან – ხვალ რომ საქართველო რუსეთთან ომში ჩაებას, ვის მხარეს იბრძოლებთ? თუ ისევ დარჩებით საკუთარ ოფისებში? საქართველოში სიტყვის თავისუფლებაც და პარტიული არჩევანიც ხელშეუხებელია, მაგრამ რადგან ასეთი კითხვა საზოგადოებაშიც ჩნდება, ეს იგი ეს პრობლემაა”, – ამბობს ხუნდაძე.

 

 

იტვირთბა....