ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

გოცირიძე ხელისუფლებას: მთავარ კუდიანად გამოცხადებული გყავთ სალომე ზურაბიშვილი

[su_quote]როგორც ხედავთ, ქართულმა ოცნებამ კუდიანებზე ნადირობის ახალი სეზონი გახსნა. მთავარ კუდიანად გამოცხადებული გყავთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ხოლო პატარ-პატარა კუდიანები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც თურმე, ქვეყანაში შექმნეს შაქრის დეფიციტი და ეწევიან ეკონომიკურ საბოტაჟს. არ გრცხვენიათ? თქვენ მიმართეთ რუსეთის ხელისუფლებას, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ევროპაში ჩავიდა და განცხადებებს აკეთებდა, არ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის გაიპარა, ბლოკავდა თურმე საქართველოს მთავრობა – თვითმფრინავი არ მისცეს, ფული არ მისცეს, საკუთარი ჯიბით თუ საკუთარი ხელფასით აიღო ბილეთი და ეს არის მისი, როგორც კერძო მოქალაქის აზრი და ბოდიში, გვაპატიეთ, რომ მან უკრაინის მხარდასაჭერი განცხადებები გააკეთაო[/su_quote]

ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

 

იტვირთბა....