არასამთავრობო ორგანიზაცია CRRC საქართველომ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.
გამოკითხულთა 61 პროცენტის აზრით, საქართველოს მთავრობამ უკრაინის მთავრობას მეტად უნდა დაუჭიროს მხარი. 32% მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყნის მთავრობა საკმარისად უჭერს მხარს უკრაინას. 2 პროცენტის აზრით, ეს მხარდაჭერა ნაკლები უნდა იყოს, 1 პროცენტი კი თვლის, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინის მთავრობას მხარი საერთოდ არ უნდა დაუჭიროს.
ამასთან, გამოკითხულთა 71 პროცენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის, აშშ-ს და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთისთვის დაკისრებული სანქციები უნდა გამკაცრდეს; 11-პროცენტი ამბობს, რომ “არ იცის” ამ კითხვაზე პასუხი; 10%-ის აზრით, სანქციები უნდა დარჩეს ახლანდელ დონეზე; 4 პროცენტის ამბობს, რომ უნდა შემსუბუქდეს, 3 პროცენტი კი პასუხობს, რომ სანქციები საერთოდ უნდა გაუქმდეს.
39 % თვლის, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთისთვის დაწესებულ ყველა სანქციას უნდა შეუერთდეს.
ამასთან, კითხვაზე, საქართველოს მთავრობის მხრიდან უკრაინის დასახმარებლად გადადგმული რომელი ნაბიჯები იქნება მათთვის მისაღები , ან სრულად მიუღებელი, პასუხები პროცენტულად ასე გადანაწილდა:
- უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდოს, როგორიცაა საკვები და მედიკამენტები (85%)
- დროებით მიიღოს უკრაინელი ლტოლვილები (79%)
- უკრაინას ფინანსურად დაეხმაროს (69%)
- ნება დართოს მოხალისეებს საქართველოდან, უკრაინაში საბრძოლველად წავიდნენ (42%)
- რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს შეეზღუდოს საქართველოში შემოსვლა (40%)
- უკრაიანს იარაღი და საბრძოლო ტექკიკა მიაწოდოს (31%)
რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით პარტიების და პოლიტიკოსების ბოლოდროინდელ მოქმედებებს გამოკითხულები შემდეგნაირად აფასებენ:
დასკვნის სახით, CRRC აღნიშნავს:
- მოსახლეობის დიდი უმრავლესობის აზრით, უკრაინაში ომი რუსეთის და
ვლადიმერ პუტინის პასუხისმგებლობაა - მოსახლეობას უნდა, საქართველოს მთავრობამ გაზარდოს მხარდაჭერა
უკრაინის მიმართ - მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის მიმართ მხარდაჭერის ყველა ფორმას, რაც გამოკითხვაში იყო დასახელებული
- საქართველოს მოსახლეობა კვლავაც მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს
- მოსახლეობა მხარს უჭერს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოქმედებებს უკრაინის ომთან დაკავშირებით
- მოსახლეობა ნაკლებად უჭერს მხარს პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის
მოქმედებებს უკრაინის ომთან დაკავშირებით
საზოგადოებრივი აზრის კვლევა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით, 2022 წლის 7-10 მარტს ჩადარდა. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ცდომილება 2.96 პროცენტია.