ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

ჩვენი ვარაუდით, მარიუპოლში დაღუპული მშვიდოებიანების რაოდენობა 20 000-სს აღწევს – მერის მრჩეველი

მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პიოტრ ანდრიუშინკომ Current Time TV-ს ეთერში ქალაქში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომის შედეგად დაღუპულთა რეალური რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებს მკვეთრად აჭარბებს.

“დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობასთან დაკავშირებით ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები არ ასახავს რეალობას, რადგან ეს არის პოლიციის ცნობები, რომლებსაც სამედიცინო დაწესებულებებიდან იღებენ. გუშინ, დაღუპულთა ოფიციალური რაოდენობა 1800 იყო. თუმცა, დაბომბვის ინტენსივობისა და ისასტიკის მატების გათვალისწინებით, თამამად შეიძლება ითქვას, ახლა რომ დამთავრდეს ბლოკადა და ამ ხალხის ძებნა დავიწყოთ, უკვე ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობა 20 000-სთან იქნება მიახლოებული. უახლოეს დღეებში კი ეს რაოდენობა 350 ათასს მიუახლოვდება – ეს არის ყველა ადამიანი, ვინც ვერ მოასწრო ქალაქიდან გასვლა”, – ამბობს ანდრიუშინკო.

მისივე თქმით, იმ ადამიანებს, რომლებმაც მარიუპოლის დატოვება ვერ მოახერხეს, უმძიმეს პირობებში – საკვების, წყლის, სინათლის და სითბოს გარეშე უწევთ ყოფნა.

“ხალხი სარდაფებში, თავშესაფრებში ცხოვრობს, იქაურობა გადატენილია. არაადამიანურ პირობებში უწევთ ყოფნა – საკვების, წყლის, სინათლის და სითბოს გარეშე. თოვლს ადნობენ, გათბობის სისტემებს შლიან და იქედან სვამენ წყალ, რადგან წყლის მიღების ბოლო წყარო რამდენიმე დღის წინ შეგვიწყდა. ერთადერთი მაღაზია იყო, სადაც ჰქონდათ საკვების რაღაც მარაგები. გუშინ წინ ის მიზანმიმართულად გაანადგურეს. 10 დღეა, ასეთ პირობებში ცდილობს ხალხი გადარჩენას”, – აღნიშნავს, ანდრიუშინკო.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.

 

იტვირთბა....