ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

კიევთან ძალიან ახლოს ვარ…ჩემი ძებნა არ გჭირდებათ, თვითონ გიპოვით – კადიროვი

კიევთან ძალიან ახლოს ვარ…ჩემი ძებნა არ გჭირდებათ, თვითონ გიპოვით, – აღნიშნულის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა საკუთარ ტელეგრამზე დაწერა.

მისივე თქმით, ის საკუთარ მებრძოლებთან ერთად მოქმედებს.

“თქვენი ინტელექტი კოჭლია…
ვიდეოზე ჩვენ გოსტომელში ვართ. მეორე დღეს ჩვენ კიევის ნაცისტებთან დაახლოებით 20 კმ-ით ვიყავით დაშორებული და ამ მომენტში კიდევ უფრო ახლოს ვართ და თქვენ გამოიცანით რამდენად ახლოს მოვედით კიევთან…
თქვენმა სადაზვერვო სამსახურმა საერთოდ არ იცის როგორ იმუშაოს. როგორც ჩანს, უცხოელი ინსტრუქტორები და სამხედრო მრჩევლები მოძველებული მეთოდით გასწავლიდნენ.

შეგიძლიათ ერთი წუთით დაისვენოთ, რადგან არ გჭირდებათ ჩვენი ძებნა – ჩვენ თვითონ გიპოვით. დიდი დრო არ გაქვთ. სჯობს დანებდეთ და დაგვიდგეთ გვერდით, როგორც არაერთხელ შემოგთავაზეთ, თორემ თქვენი აღსასრული მოვა.

შეთავაზება კვლავ ძალაშია. მაგრამ არა დიდხანს.
ბოლოს და ბოლოს, ჩვენ შევდივართ კიევის ერთი მხრიდან, ხოლო მეორე მხრიდან ძველი გამოცდილი მებრძოლები ჩემი ძვირფასი ძმის ადამ დელიმხანოვის მეთაურობით, რომლებმაც გაიარეს ორი სამხედრო კამპანია და არაერთხელ აჩვენეს თავიანთი საბრძოლო შესაძლებლობები და სულისკვეთება.
ჩვენ პრაქტიკაში გაჩვენებთ, რომ რუსული პრაქტიკა ომს უკეთ ასწავლის, ვიდრე უცხოური თეორია და სამხედრო მრჩევლების რეკომენდაციები.

შემოვიტან ინტრიგას: იქნებ უკვე კიევში ვართ და მხოლოდ სწორ დროს ველოდებით…”, – აცხადებს კადიროვი.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კადიროვი ამჟამად უკრაინაში იმყოფება, არ დადასტურებულა. თუმცა მის სავარაუდო „მოგზაურობას“ უკრაინაში რუსული პროპაგანდისტული მედია „RBC“ და „კომსომოლსკაია პრავდა“ და „რია ნოვოსტი“ აშუქებენ.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ახლა მოწმდება ინფორმაცია, იმყოფება თუ არა კადიროვი უკრაინაში, მაგრამ არის ინფორმაცია, რომ ის გროზნოში ნახეს წინა დღეს.

ამაზე კადიროვმა უპასუხა: “კარზე დავაკაკუნო?”

არესტოვიჩის თქმით, თუ კიევთან კადიროვის არსებობა დადასტურდება, უკრაინის შეიარაღებული ძალები მას გაანადგურებენ.

იტვირთბა....