ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

კიევის ერთ-ერთ რაიონში 9-სართულიან შენობას ჭურვი ესროლეს – არის მსხვერპლი

კიევის ერთ-ერთ რაიონში 9-სართულიან შენობას ჭურვი ესროლეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას  საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მედიის ცნობით, 07:40 საათისთვის ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსში 2 გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს, 3 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, 9-მ კი ადგილზე დახმარება მიიღო.

“დილის 5:09 საათზე კიევში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველოს ოპერატიული საკოორდინაციო ცენტრმა მიიღო შეტყობინება დედაქალაქის ობოლონსკის რაიონში გაჩენილი ხანძრის შესახებ.

უცნობი ობიექტის დარტყმის შედეგად ნაწილობრივ დაინგრა კიბე 1-დან მე-3 სართულამდე და მთლიანად განადგურდა სახლის ფასადი, ასევე ხანძარი გაჩნდა მე-3 და მე-4 სართულების ბინებშიც”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საგანგებო სიტუაციების სამსახურმა 15 ადამიანი გადაარჩინა და 63 ადამიანის ევაკუაცია მოახდინა, დანარჩენების ძებნა გრძელდება.

იტვირთბა....