“კიევი პრაიდი” Facebook-ზე უკრაინაში მებრძოლი ლგბტ+ თემის წარმომადგენლების ფოტოებს ავრცელებს პოსტთან ერთად, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩამოყალიბებული აქვთ ორგანიზაცია “უკრაინელი ლგბტ+მებრძოლები”, რომელშიც 120 ადამიანი ერთიანდება. ისინი უკრაინის დროშასთან ერთად, საკუთარი იდენტობის სიმბოლოს – ცისარტყელის გამოსახულებიან ემბლემას ატარებენ.
“ღიად გეი, ლესბოსელი, ტრანსგენდერი ადამანები და მთლიანი თემი, ახლა საომარ მოქმედებებში არიან ჩართული და უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად იბრძიან”, – წერია პოსტში.
ამასთან, “კიევი პრაიდი” აღნიშნავს, რომ საბრძოლო დახმარების გარდა, ლგბტ+ თემის წარმომადგენლები საინფორმაციო ომის, ჰუმანიტარული და საქველმოქმედო მიმართულებითაც უწევენ უკრაინას დახმარებას.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.