კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს TV პირველის ეთერში ჰკითხეს, დაურეკა თუ არა მას თბილისის მერმა, კახა კალაძემ, რომელთანაც ნაცნობობა აკავშირებს. ამაზე პასუხის გაცემისას, კლიჩკომ აღნიშნა, რომ მისთვის, ზოგადად გაუგებარია საქართველოს მთავრობის პოზიცია.
“ჩემთვის გაუგებარია საქართველოს მთავრობის პოზიცია. როდესაც მთელი სამყარო საუბრობს იმაზე, რომ მხოლოდ ერთობლივი ქმედებებით შეიძლება ომის შეჩერება, როდესაც ვხედავთ, რომ ყველა დოლარს, ყველა ევროს, რომელსაც იღებენ სხვა ქვეყნებთან ვაჭრობით, ამის საკუთარ ეკონომიკაში ინვესტირებას კი არ ახდენენ, ომისთვის ხარჯავენ. პრაქტიკულად, ყველა ქვეყანა ცდილობს რომ გააჩეროს ეს ომი. არ ვიცი, შეიძლება დამირეკა (კახა კალაძემ) და გამოვტოვე ზარი, მაგრამ მე მასთან არ მისაუბრია”, – აცხადებს კლიჩკო.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა – “ძალიან ცუდი სიგნალია”.