კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ TV პირველის ეთერში კიევის რეგიონსა და დედაქალაქში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, მტრის მთავარი მიზანი ახლა დედაქალაქის აღებაა, თუმცა, კლიჩკოს თქმით, ისინი ამას ვერ მოახერხებენ.
“გოსტომელი, ირპენი – კიევის აგლომერაციის ქალაქები პრაქტიკულად დანგრეულია და რა თქმა უნდა, ვიცით, რომ საბოლოო მიზანი არის ქალაქი კიევი. ჩვენი მებრძოლების დამსახურებით, ისინი ვერ იღებენ კიევს და ამას ვერც მოახერხებენ. კიევი არ არის შენობები, კიევი პირველ რიგში, არის ხალხი და მათ აქვთ უზარმაზარი პატრიოტული სულისკვეთება. ჩვენი ძალა იმაშია, რომ არსად არ ვაპირებთ გაქცევას. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ, ჩვენს სახლებს ვიცავთ. მათ, ამ დამპყრობლებს ორკებს ეძახიან ჩვენები. მათ არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. მეტიც, მთელი დემოკრატიული სამყარო ხედავს ე.წ. სპეცოპერაციის ნამდვილ სახეს, რომლის შედეგადაც მთლიანად განადგურებულია მარიუპოლი და ხარკოვი, როდესაც ინგრევა სამოქალაქო ობიექტები და ეს ყველაფერი ინიღბება ფაშისტების, ექსტრემალების და რადიკალების საფრქვეშ. მე ასეთი არავინ მინახავს. ჩვენ შვიდობის მოყვარე ხალხი ვართ. არანაირი აგრესია არ გამოგვიხატავს გარშე მყოფთათვის, მაგრამ ვინც ხმლით მოვა ჩვენამდე, მახვილითვე განიგმირება”, – აცხადებს კლიჩკო.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.