ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება უკრაინის ომი

კიევის რეგიონში ევაკუაციის დროს ოკუპანტებმა შვიდი ადამიანი მოკლეს, მათ შორის, ბავშვი – უკრაინის სადაზვერვო სამსახური

კიევის რეგიონში ევაკუაციის დროს, ქალების და ბავშვების კოლონას რუსმა ოკუპანტებმა ესროლეს. შედეგად, დაიღუპა შვიდი ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ ახლახან გაავრცელა.

შემთხვევა 11 მარტს, იმ დროს  მოხდა, როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები ბარიშევსკის რაიონის სოფელ პერემოგას ტოვებდნენ.

“სროლის შემდეგ, უკუპანტებმა დარჩენილ კოლონებს სოფელში დაბრუნება აიძულეს და მათ დასახლებული პუნქტებიდან არ უშვებენ. ამ დროისთვის, მათთან კავშირის დამყარება პრაქტიკულად შეუძლებელია ისევე, როგორც ჰუმანიტარული თუ სამედიცინო დახმარების გაწევა”, – წერს გამოცემა UNIAN სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით.

არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, თუმცა, მათი რაოდენობა დაზუსტებული არ არის.

 

იტვირთბა....