ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

არესტოვიჩი: თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ვფიქრობ, პუტინი სიცოცხლეს კეფაში ტყვიით დაასრულებს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი წლების განმავლობაში საცხოვრებლად გამოუსადეგარი იქნება. მისი თქმით, პუტინის ამგვარ ქმედებას ისეთი სანქციები მოჰყვება, რომლებიც რუსეთს საბოლოოდ გატეხავს.

“თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, მათ წინააღმდეგ ისეთი სანქციები ამოქმედდება, რომ ისინი ორ დღეში გატყდებიან. ამის შემდეგ, ვფიქრობ, პუტინი სიცოცხლეს კეფაში ტყვიით დაასრულებს  თავისივე იარაღიდან. თანაც, ბირთვული იარაღის გამოყენების გადაწყვეტილების მიღება მინიმუმ შვიდ ადამიანზეა დამოკიდებული – პუტინიდან დაწყებული, იმ ოფიცრით დამთავრებული, რომელმაც გასაღები უნდა გადაატრიალოს. არამგონია ამ ჯაჭვმა იმუშაოს”, – ამბობს არესტოვიჩი.

იტვირთბა....