ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

ზელენსკი მელიტოპოლის გატაცებულ მერზე: ცოცხალია, თუმცა ოკუპანტები აწამებენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს, ცოცხალია. ზელენკის ინფორმაციით, მას აწამებენ და სურთ ვიდეო ჩააწერინონ, რომელშიც იტყვის, რომ რუსეთის ჯარის შემოსვლით კმაყოფილია.

“ვიცით, რომ ის ცოცხალია. ოკუპანტები აწამებენ, უნდათ ათქმევინონ, რომ რუსული ჯარის დანახვით კმაყოფილია. ამის გადაღება უნდათ. ასეთი ფილმი უკვე ნანახი გვაქვს, ეს ტერორისტული აქტია”, – განაცხადა ზელენსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, 11 მარტს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსმა ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერი გაიტაცეს.

იტვირთბა....