ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

უკრაინაში ჯარების შეყვანას არ ვაპირებთ – ბელარუსის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი

ბელარუსის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის, ვიქტორ გულევიჩის განცხადებით, მათი არმია უკრაინის ტერიტორიაზე ბრძოლას არ აპირებს.

“როგორც გენშტაბის უფროსმა, ჯარისკაცების ოჯახის წევრებს და ახლობლებს შემიძლია, დარწმუნებით ვუთხრა, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები ბელარუსის რესპუბლიკის სამხედრო უსაფრთხოების ამოცანებს მხოლოდ თავის ტერიტორიაზე ასრულებენ”, – აცხადებს გულევიჩი.

ასე გამოეხმაურა ის გავრცელებულ ხმებს, რომლის მიხედვითაც, ბელარუსი უკრაინაში გასაგზავნად საკუთარ ჯარისკაცებს ამზადებს. ვიქტორ გულევიჩის მტკიცებით, ბელარუსის ტერიტორიაზე სამხედროების გადაადგილება “არანაირად არ არის დაკავშირებული” უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობასთან.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს. ბელარუსს, როგორც მის მოკავშირეს, უკვე არაერთმა ქვეყანამ და კერძო კომპანიამ დაუწესა სანქციები.

იტვირთბა....