სოფელ შავშვებთან, გორი-იგოეთის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტობანზე მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, დაღუპულები სავაურაუდოდ, ერთი ოჯახის წევრები არიან, მათ შორის, რვა წლის ბავშვია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტოში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.