ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

აბრამოვიჩი “ჩელსის” დირექტორის თანამდებობიდან მოხსნეს

ინგლისის საფეხბურთო პრემიერლიგამ რუს ბიზნესმენს, “ჩელსის” მფლობელ რომან აბრამოვიჩს კლუბის დირექტორის თანამდებობაზე დისკვალიფიკაცია მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერლიგის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

აბრამოვიჩი ერთ-ერთია იმ შვიდი რუსი ოლიგარქიდან, რომლებსაც ხუთშაბათს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ სანქციები დაუწესა. კერძოდ, მათ აღარ შეეძლებათ გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შესვლა, ქვეყანაში არსებული აქტივები კი გაეყინებათ.
“გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, პრემიერლიგის მრჩეველთა საბჭომ რომან აბრამოვიჩი საფეხბურთო კლუბ “ჩელსის” მმართველობას ჩამოაშორა. ეს გადაწყვეტილება კლუბს არ შეუზღუდავს ვარჯიშების და მატჩების გამართვის საშუალებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, მსოფლიოს ქვეყნებმა რუსი ოლიგარქებისა და ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვისთვის სანქციების დაწესება დაიწყეს.
იტვირთბა....