ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

Meduza: პუტინმა FSB-ის ხელმძღვანელობა შინაპატიმრობაში გადაიყვანა

რუსულენოვანი დამოუკიდებელი გამოცემის, Meduza-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში (FSB) რეპრესიები დაიწყო. ჟურნალისტების, ანდრეი სოლდატოვისა და ირინა ვოროგანის ცნობით, დარტყმის ქვეშ მოხვდა FSB-ს მე-5 განყოფილება, რომლის ხელმძღვანელობაც, დაუდასტურებელი ინფორმაციით, შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

“ჩვენი წყაროები ამბობენ, რომ შინაპატიმრობა შეუფარდეს გენერალ სერგეი ბესედას და მის მოადგილეს. მიზეზებს შორის, სახელდება სხვადასხვა ოპერაციისთვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივი გამოყენება და ასევე, არასათანადო სადაზრვერვო ინფორმაცია”, – წერს გამოცემა.

როგორც Meduza აღნიშნავს, სწორედ აღნიშნული საგარეო დაზვერვის სამსახური ამარაგებდა რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში ომის დაწყებამდე, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ ცნობებით.

იტვირთბა....