ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს გადაწყვეტილება არის ცალსახა პასუხი”- სააკაშვილი წერილს ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:

“კიდევ ერთხელ ჰააგაზე. წულუკიანმა ივანიშვილის დავალებით ყველაფერი გააკეთა, რომ ტრიბუნალი ჩემზე გამოსულიყო და სრულიად საპირისპირო შედეგი მიიღეს!

პირველად ტრიბუნალის ისტორიაში, სადაც ყოველთვის ორივე მხარეს ამტყუნებდნენ, ახლა ცალსახად დაწერეს, რომ ქართული მხარე უდანაშაულოა. დღეს თავხედურად, მთავრობა თავის თავზე იწერს გადაწყვეტილებას.

სანამ წულუკიანი ქართველ სამხედროებს ებრძოდა, მე შევკრიბე მსოფლიოს წამყვან იურისტთა ჯგუფი, რათა ისინი დამეცვა. შარშანწინ მათი საბოლოო, 300-გვერდიანი მოხსენება გამოაქვეყნეს. სასამართლომ პრაქტიკულად გაიმეორა ამ დასკვნის თეზისები.

ეს გადაწყვეტილება არის ცალსახა პასუხი. ყველაზე სამწუხაროა, რომ რუსებმა სალომე ზურაბიშვილის განცხადება მტკიცებულებად წარადგინეს სასამართლოში, თუმცა ეს არ იქნა გათვალისწინებული, ისევე როგორც რუსეთის სხვა მტკიცებულებები”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

იტვირთბა....