მთავარი პოლიტიკა

შარლ მიშელი: ჩვენ მხარს დავუჭერთ თქვენს მისწრაფებას, გახდეთ ევროპული ოჯახის წევრი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მისწრაფება, გახდნენ ევროკავშირის წევრები, მხარდაჭერილი იქნება.

ამის შესახებ მიშელმა ვერსალში, ემანუელ მაკრონთან და ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“რთული პერიოდია ევროპისთვის, რადგან ომს ვუყურებთ კონტინენტზე. ჩვენ გვესმის, რომ ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის ერთიანობა. ვერსალში ეს შეხვედრა ომის ორი კვირის თავზე იმართება და ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი ერთიანობა, სოლიდარობა და უპრეცედენტო სანქციების წნეხი რუსეთზე. ჩვენ ამით მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ევროპული ამბიციები, 500 მილიონი ევრო გამოვყავით უკრაინისთვის და განვიხილავთ ევროკავშირის წევრობაზე აპლიკაციას უკრაინიდან, მოლდოვიდან და საქართველოდან. ჩვენ დავდგებით თქვენ გვერდით, გავაძლიერებთ ჩვენს კავშირებს და მხარს დავუჭერთ თქვენს მისწრაფებას, გახდეთ ევროპული ოჯახის წევრი, დავიცავთ თქვენს სუვერენიტეტს”, – განაცხადა შარლ მიშელმა.

 

 

 

 

იტვირთბა....