უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინაში ომის დროს დაღუპული მშვიდოებიანი მაცხოვრებლების რაოდენობა ქვეყნის სამხედრო დანაკარგებს აჭარბებს.
“უკრაინაში შეჭრილმა რუსმა ჯარისკაცებმა იმაზე მეტი მშვიდობიანი მაცხოვრებელი მოკლეს, ვიდრე სამხედროები. მინდა, რომ ეს არამხოლოდ კიევში, არამედ, მთელ მსოფლიოში გაიგონ”, – ციტირებს რეზნიკოვის სიტყვებს გამოცემა Reuters.
გაეროს მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, დაიღუპა 549 მშვიდობიანი მაცხოვრებელი. ორგანიზაციში აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ დადასტურებული შემთხვევებია და სავარაუდოდ, გარდაცვლილთა რაოდენობა მეტია.
შეგახსენებთ, რუსეთი 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.