ჰაკერების საერთაშორისო გაერთიანებამ, Anonymous-მა რუსეთის კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (Роскомнадзор) ვებ-გვერდი გატეხა და ბაზაში არსებული 364 ფაილი გაასაჯაროვა.
“ანონიმუსმა წარმატებით გახსნა რუსეთის ფედერალური სააგენტოს ბაზა, რომელშიც 360 ათასი ფაილი იყო შენახული. “როსკომნადზორი” რუსული მედიასაშუალებების მონიტორინგზე, კონტროლსა და ცენზურაზე პასუხისმგებელი სამსახურია”, – აღნიშნულია Anonymous-ის განცხადებაში.
შედეგად, ჰაკერებმა წვდომა მოიპოვეს 820 გიგაბაიტის მოცულობის ინფორმაციაზე, რომლის გაცნობაც ნებისმიერ მსურვილს შეუძლია.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, “ანონიმუსმა” რუსეთს კიბერომი გამოუცხადა.