საერთაშორისო კოალიციის ოპერაციის დაწყებიდან დღემდე ერაყსა და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 22 ათასი წევრია ლიკვიდირებული. მონაცემები საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა გაახმაურა. მისი ინფორმაციით, ISIS-ის რიგებში 35 ათასამდე ტერორისტი ირიცხება, რომელთაგან 12 ათასი უცხოელია.
საფრანგეთი საერთაშორისო კოალიციას 2 თვის წინ შეუერთდა და სირიის სანაპიროსთან საბრძოლო ხომალდი გაგზავნა.
ავიამზიდ შარლ დეგოლის ბორტზე მყოფმა მოიერიშეებმა 300-ზე მეტი იერიში განახორციელეს. ფრანგმა პილოტებმა და მეზღვაურებმა სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა დროებით შეაჩერეს.
შარლ დე გოლი ამ დროისთვის აბუ დაბის პორტშია დისლოცირებული, თუმცა ექვსდღიანი პაუზის შემდეგ ისევ სირიის სანაპიროსთან დაბრუნდება და ISIS-ის წინააღმდეგ ოპერაციას განაგრძობს.