ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

პუტინი: მოხალისეებს უნდა დავეხმაროთ უკრაინაში საბრძოლველად წასვლაში

რუსული სააგენტო РИА Новости წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში წასასვლელად მოხალისეების მოზიდვის წინადადებაზე უშიშროების საბჭოს თანხმობა განუცხადა. როგორც პუტინი ამბობს, ეს ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც “ნებაყოფლობით და არა ფულის გამო სურთ” უკრაინაში საბრძოლველად წასვლა.

“თუ ნახავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ, ნებაყოფლობით და არა ფულის გამო, წავიდნენ და დაეხმარონ დონბასის მაცხოვრებლებს, კი ბატონო, უნდა დავეხმაროთ მათ საბრძოლო მოქმედებების ზონაში გადასვლაში”, – მიმართა პუტინმა უშიშროების საბჭოს.
ვლადიმერ პუტინი იმასაც ამბობს, რომ “დასავლელი სპონსორები” უკრაინაში გასაგზავნად  “დაქირავებულ მებრძლებს”დაუფარავად კრებენ.
“ისინი ამას ღიად აკეთებენ, საერთაშორისო ნორმების სრული უგულებელყოფით”, – ციტირებს გამოცემა პუტინის სიტყვებს.
იტვირთბა....