ახალი ამბები

მედვედევი: ფუნთუშების და კატლეტების კეთება ჩვენც შეგვიძლია – მოკითხვა McDonald’s-ს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი ადგილობრივ სოციალურ ქსელში V Kontakte წერს, რომ იმ უცხოურ კომპანიებს, რომლებმაც რუსეთში საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს, მომავალში მათ ბაზარზე დაბრუნება გაუჭირდებათ.

“როგორიც არ უნდა იყოს მათი გასვლის მიზეზი, უცხოურ კომპანიებს უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენს ბაზარზე დაბრუნება მარტივი არ არის. მაგალითად ავიღოთ 2014 წელი, როცა დასავლეთი აგრეთვე შეეცადა ცარიელ ადგილზე პანიკის დათესვას და სანქციები დაწესდა, თუმცა, ჩვენი ქვეყანა ამას გაუმკლავდა და ახლაც ასე იქნება. ჩვენც გვაქვს კატლეტები და ფუნთუშები, თანაც, გადასარევი ხარისხის და წარმოება თავადაც შეგვიძლია. სხვათაშორის, ამით შეუძლიათ დაკავდნენ ბიზნესმენები, რომლებსაც სანქციები შეეხოთ. მოკითხვა McDonald’s-ს”, – წერს მედვედევი.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანას ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ უცხოური კომპანიები, როგორიცაა მაგალითად, პოპულარული რესტორნების ქსელი “მაკდონალდსი”, რომელსაც რუსეთში 850-მდე ობიექტი ჰქონდა გახსნილი და 62 000 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული.

იტვირთბა....