ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება უკრაინის ომი

არესტოვიჩი: ესენია უკრაინის ყველაზე საშიში რეგიონები, რომლებიც მოსახლეობამ უნდა დატოვოს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ის რეგიონები დაასახელა, სადაც ახლა ყველაზე დიდი საფრთხე ემუქრება მშვიდობიან მოსახლეობას.

“ისინი, ვისაც ბავშვები ჰყავს, განსაკუთრებით, ხარკოვის, დონეცკის და ლუგანსკის მაცხოვრებლები, უმჯობესია, წავიდნენ. ამ ქალაქებში ახლა სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს და მშვიდობიანი მოსახლეობა იქ ვერაფერს გააკეთებს თუ ისეთ პოზიციებზე არ არიან დასაქმებული, რომლებიც ჩვენი სამხედროების და ქალაქის სიცოცხლისუნარიონაბას უზრუნველყოფს”, – აცხადებს არესტოვიჩი.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს.

იტვირთბა....