ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გახარია: ახალგაზრდობა ეროვნული თვითშეგნებით ბევრად უფრო ახლოსაა ევროპასთან, ვიდრე მთავრობა

[su_quote]დღეს, ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი მოქალაქეები, თავიანთი ეროვნული თვითშეგნებით, ტრადიციებით, ფასეულობების დონზე, ბევრად უფრო ახლოს არიან ევროპასთან, ვიდრე ჩვენი მთავრობა. ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ დღეს, ჩვენი საზოგადოება, განსაკუთრებით ახალგაზრდები ბევრად უფრო პროგრესულები არიან, ვიდრე მთავრობა გვყავს. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ მთავრობას უკვე აქვს და ექნება ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემები. მთავრობა, რომელიც თავს დაუმარცხებლად გრძნობდა, ყველარი ჰქონდა მოგებული, პირველივე კრიზისის დროს, სწორ პოზიციონირებას რომ ვერ მოძებნის, სითამამის, პროფესიონალიზმის და კომპეტენციის არქონის გამო. ჯერ ხომ თვითონ უაღრესად მძიმე მდგომარეობაში იყენებენ თავს და რა თქმა უნდა, ქვეყანასაც აზიანებენ. მაგრამ, აქ მთავარი ის არის, რომ საერთო სახალხო ენერგია ბევრად უფრო პროგრესულია. გამოვიდა ჩვენი ერთ-ერთი თანამდებობის პირი და რაღაც მორიგი სისულელე თქვა – გამოვიდა რამდენიმე ათასი ადამიანი რუსთაველზე და სიტუაცია გამოასწორა[/su_quote]

ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ გადაცემაში “გიორგი თარგამაძის ფორმულა” განაცხადა.

იტვირთბა....