ვოლოდიმირ ზელენსკიმ Sky News-თან ინტერვიუში მსოფლიო ლიდერებს კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინის თავზე ცის ჩაკეტვისკენ. მისი თქმით, დასავლურ ქვეყნებს ამ გადაწყვეტილების მიღება მაინც მოუწევთ, თუმცა, იმ დროისთვის ეს უკვე დაგვიანებული იქნება.
ზელენსკის თქმით, ლიდერმა სახელმწიფოებმა უფრო სწრაფად უნდა იმოქმედონ და არ დაელოდონ, მანამ ის “კიდევ რამდენჯერმე მიმართავს [ცის ჩაკეტვის] თხოვნით”.
“მარტო ჩვენ, ამ ყველაფერს ვერ დავასრულებთ. მსოფლიო უნდა გაერთიანდეს უკრაინასთან, მაგრამ ეს პროცესი ისევ ძალიან ნელა მიდის. დამიჯერეთ, თუ ასე გაგრძელდება, დაინახავთ, ისინი ცას მაინც ჩაკეტავენ, მაგრამ ჩვენ მილიონობით ადამიანს დავკარგავთ, უკვე ძალიან გვიან იქნება”, – ამბობს ზელენსკი.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.