ახალი ამბები მთავარი

გაზი გაჟონვის შედეგად ახალდაქორწინებული ცოლ-ქმარი გარდაიცვალა

ნაძალადევის რაიონში, ხორნაბუჯის ქუჩაზე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია „მეტრონომს“ შსს-მ დაუდასტურა.

„ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით, რაც   ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს“- განაცხადეს შსს-ში.

იტვირთბა....