ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ზახაროვა: ანტირუსული სანქციები დასავლეთს გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთისთვის გამოცხადებული სანქციები დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკას “გამანადგურებელ დარტყმას” მიაყენებს. ზახაროვას მტკიცებით, აღნიშნულ სანქციებს ის შედეგი არ მოაქვს, რისი მოლოდინიც მის ავტორებს ჰქონდათ.

“რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციები დასავლეთის ქვეყნებს გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს. ბევრმა მათგანმა ისედაც ძლივს გადაიტანა პანდემიით გამოწვეული კრიზისი, რომლის ეფექტსაც შესამჩნევად გააღრმავებს ანტირუსული სანქციები. ამ სიტუაციაში, სიტუაცია თქვენს ქვეყნებში დრამატული დეგრადირებისკენ წავა. ცხადია, რომ რუსოფობების ზეწოლას არ მოაქვს სასურველი შედეგი. სანქციების წნეხი უკვე აწვება მის ავტორებს. რუსეთს ჯერ კიდევ არ გაუცია პასუხი, ჯერ საპასუხო ზომებიც კი არ შეუმუშავებია, ისინი კი უკვე ამის შედეგებს გრძნობენ”, – განაცხადა ზახაროვამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთს სანქციებს უწესებენ მსოფლიოს ქვეყნები, გავლენიანი ორგანიზაციები და მსხვილი კერძო კომპანიები.

 

იტვირთბა....