ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს საწვავი ელექტროენერგია არ მიეწოდება და თუ ეს პროცესი 48 საათში არ აღდება სამყარო კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება, – მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება “ტვიტერში” წერს.
კულებამ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას სასწრაფოდ მოსთხოვოს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა და სარემონტო დანაყოფების დაშვება ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე.
“სათადარიგო დიზელის გენერატორები ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და მის ობიექტებს 48 საათის განმავლობაში კვებავს. შემდეგ გაითიშება დახარჯული ბირთვული საწვავის საწყობის გაგრილების სისტემა, რაც რადიაციის გაჟონვის საფრთხეს მაქსიმალურად გაზრდის. რუსეთის ბარბაროსული ომი საფრთხეს უქმნის მთელ ევროპას. პუტინმა ეს სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს”, – აცხადებს კულება.
შეგახსენებთ, რომ რუსი დამპყრობლების მტრული ქმედებების შედეგად, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
Єдина лінія електропостачання ЧАЕС і всіх її ядерних об’єктів, які контролює російська армія, пошкоджена. ЧАЕС знеструмлена. Я закликаю все міжнародне співтовариство негайно вимагати від Росії припинити вогонь і дати ремонтним бригадам якнайшвидше відновити електропостачання 1/2
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) March 9, 2022