ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების პროგრამა მარტის თვეშიც გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შესაბამისად, 50 წლის და მეტი ასაკის ყველა ის მოქალაქე, რომელიც 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება, ავტომატურად მიიღებს 200 ლარიან ერთჯერად დანამატს, ხოლო ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირებს “ბუსტერ“ დოზით აცრის შემთხვევაში, 100 ლარი ჩაერიცხებათ.

“სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია,  თვის განმავლობაში ორჯერ მიეწოდება და ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მოქალაქისთვის თანხის ჩარიცხვას. ერთჯერადი დანამატის ჩარიცხვა „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მათსავე ანგარიშზე მოხდება. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი საპენსიო ასაკს არ მიეკუთვნება, სოციალური მომსახურების სააგენტო, „ლიბერთი ბანკთან“ არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშებს თავად გაუხსნის”, – განმარტავენ უწყებაში.

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა მოქალაქეებს სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე შეუძლიათ. აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეც.

COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად კი შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე 144-3 და15 22.

იტვირთბა....