[Elite_video_player id=”1″ youtubevideos=’XvFTTiq164s’]
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად იმყოფება, ბოლო დღეებში მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აღწერს. ოქრუაშვილის თქმით, საკუთარი თვალით იხილა, როგორ დაიმსხვა რუსული არმიის უძლეველობის შესახებ მითი უკრაინაში.
“უკრაინამ ყოველგვარი დიდი დახმარების გარეშე გააჩერა მონსტრი, რომელზეც არსებობდა მითები, რომ არის უძლეველი არმიის მქონე სახელმწიფო. მითი რუსული არმიის უძლეველობის შესახებ დაინგრა. ძალიან ბევრ კადრს კიდევ არ, ან ვერ ვიღებთ, თუ რა დანაკარგები აქვს რუსულ მხარეს აქ. საკუთარი თვალით თუ ნახავ ადამიანი, მიხვდები, რამხელა კატასტროფა განიცადა რუსეთმა აქ. იმ ბრძოლაში, რაც ორი დღის განვავლობაში მიდიოდა, ტექნიკის დანაკარგები, ბუნებრივია, არის. მაგალითად, ერთმა ჩვენმა მეგობარმა, მებრძოლმა სნაიპერული შაშხანით ორი საბრძოლო მანქანა გაუნადგურა მტერს ისე, რომ ვერც კი გაიაზრეს საიდან ესროლა. ვერ წარმოიდგენთ, რა ტიპის ბრძოლა მოდის, როდესაც გესვრიან 152 მილიმეტრიან ჭურვებს. გუშინ ხუმრობდნენ ბიჭები – იმდენი ჭურვი გვესროლეს და ისეთ მდგომარეობაში ვიყავით მთელი ექვსი საათის განმავლობაში, რომ გამოსვლის შემდეგ ტანსაცმელი რომ დავიბერტყეთ ერთი მანქანა “საჩხერის ქვიშა” ჩამოცვივდა სუყველასო. ისეთი ბრძოლა მიდის, სასწაულებს ახდენენ უკრაინელი არტილერისტები და მფრინავები”, – ამბობს ოქრუაშივილი TVპიველთან საუბარში.
ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, ჯერ თურქეთში, შემდეგ კი პოლონეთში ჩავიდა 8 მეგობართან ერთად, უკრაინაში გადასვლის შემდეგ კი კიდევ შეუერთდნენ თანამებრძოლები, რომლებთან ერთადაც ახლა რუს ოკუპანტებს უპირისპირდება.