ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბიძინა კუჭავას ოჯახს დღეს საქმის მასალებს სრულად მიაწვდიან

რადიო საქართველოს ხმის დამფუძნებლის, ბიძინა კუჭავას სხეულიდან აღებულ ფრაგმენტს სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი დღეს შეისწავლის. მან უკვე დაათვალიერა გარდაცვლილის ცხედარი და დეტალურად შეისწავლა სხეულზე არსებული მდგომარეობა.

ბიძინა კუჭავას ცოლს და ადვოკატს თბილისის პროკურატურაში დღეს ელოდებიან, სადაც მათ მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციას  და საქმის მასალებს სრულად მიაწვდიან.

ბიძინა კუჭავას მეუღლე გამორიცხავს, საქმის ერთ-ერთ მოწმესთან დავით პოპოვთან მისი მეუღლის ნაცნობობას, კუჭავას მიერ პროკურორ ვახტან ქირიას მკვლელობას და ასევე მის თვითმკვლელობას. კუჭავას ოჯახი სამართლებრივი დავის გაგრძელებას გეგმავს. მომავალ კვირას სარჩელის შეტანას პატივისა და ღირსების შელახვისთვის აპირებენ. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის დაკითხვასაც ითხოვენ და მას უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევაში ადანაშაულებენ.

შეგახსენებთ, რომ  გავრცელებული ინფორმაციით ბიძინა კუჭავამ თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც პოლიციამ მისი ავტომობილი გააჩერა. კუჭავა პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლეოობაში ბრალდებულად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია “იბერიის” პირდაპირ ეთერში დაასახელა.

ბიძინა კუჭავა გუშინ დაკრძალეს.

იტვირთბა....