ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ეხმაურება იაპონიის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ საქნციებს, რომლებიც, მასაც შეეხო. როგორც კადიროვი ტელეგრამზე წერს, მოუწევს, თავადაც მსგავსი სანქციებით უპასუხოს იაპონიას.
“ამიერიდან, იაპონიის ხელმძღვანელობა ჩეჩნურ მიწაზე ფეხს ვეღარ დაადგამს, გარდა ორი ადგილისა – ბრაგუნისა და სამაშკის ფსიქიატრიული საავადმყოფოებისა. მე ხომ მონსტრი არ ვარ, რომ მათ აუცილებელი მკურნალობის საშუალება არ მივცე. მთელი მათი ქონება და საბანკო ანგარიშები დაიბლოკება, გაიყიდება და თანხა კურილის კუნძულების განვითარების ფონდში გადაირიცხება”, – წერს კადიროვი.
რამზან კადიროვი აქვე აღნიშნავს, რომ იაპონიისგან სანქციებს არ მოელოდა.
“გასაგებია, რომ შტატები და მისი ევროპელი მსახურები თავიანთი იაფფასიანი პოლიტიკის გამო აწესებენ სანქციებს და ჩემს არარსებულ საბანკო ანგარიშებს ყინავენ, მაგრამ იაპონია? საუკუნოვანი ტრადიციების, მორალის და “ბუსიდოს” კეთილშობილური ქცევების ქვეყანა, რომელიც ყოველთვის გამოყოფილი იყო დანარჩენი მსოფლიოსგან, უცებ, ევროპის ქვეშ ჩავარდა? როგორც ჩანს, ჩემი ფინანსური საქმიანობის აკრძალვის გარდა, ანიმეების ყურება და საკურას ყვავილებით ტკბობაც ამეკრძალა. ნინძების რიგებში გავწევრიანდები და ამას საიდუმლოდ გავაკეთებ”, – წერს კადიროვი.
შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გამო, ვლადიმერ პუტინს და მის ახლო გარემოცვას მსოფლიოს არაეთმა ქვეყანამ დაუწესა სანქციები.