ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გომელაური: არანორმალურია, რომ პოლიციელებს ტუალეტის ქაღალდებს, ფქვილს ესვრიან და “კეტჩუპებს” ასხამენ

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ორი დღის წინ, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეების დაკავებას გამოეხმაურა. გომელაურის თქმით, მათ შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციას და ამისთვის მკაცრად დაისჯებიან.

“მე მინდა, მადლობა ვუთხრა ყევა იმ პოლიციელს, რომლებიც მართლა ვაჟკაცურად ითმენენ. სამი დღე, ოთხი დღე ეს ადამიანები გარეთ არიან, რომ ჩვენი და ჩვენი ოჯახების უსაფრთხოება დაიცვან. დგანან იქ და ტუალეტის ქაღალდებს, ფქვილს და “კეტუპებს” ასხამენ თავზე. ეს არის ყოვლად მიუღებელი. არც ვიცი, რა დავარქვა, ეს, ჩემი აზრით, არის ძალიან არანორმალური საქციელი და ეს ადამიანები მკაცრად დაისჯებიან, ამას არ ვაპატიებთ არავის”, – განუცხადა გომელაურმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული აქციის მონაწილეები რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტს აპროტესტებდნენ. იმ დღეს, პოლიციამ მოძრაობა “სირცხვილიას” წევრები და ასევე, პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავა, რომელიც ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ხოლო “სირცხვილიას” წევრები დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

იტვირთბა....