[su_quote]სამწუხაროდ, აქედან გაიწვიეს ელჩი და ბელარუსში დატოვეს, ეს სრულიად გაუგებარია ჩემთვის. ზელენსკის განცხადება სრულიად მიუღებელია ჩემთვის. ომია და არ მინდა უფრო მძიმედ ვისაუბრო ბატონი ზელენსკის მიმართ, რაც თქვა, რომ ამორალურია ჩვენი მთავრობის ქმედება, ეს არის მიუღებეია, არც დიპლომატიაში ჯდება და არც პოლიტიკაში არ ჯდება. სამწუხაროა ძალიან. საქართველომ, რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა[/su_quote]
ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია კონსულტაციებისთვის, რის მიზეზადაც, ხელისუფლების მხრიდან “მოხალისეების არგამოშვება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიცია” დაასახელა.