[su_quote]ძალიან რთული ვითარებაა უკრაინაში. იღუპებიან ბავშვები, ქალები, მოხუცები. ორი კვირაა, სარდაფებშია ჩასული მოსახლეობა, არ არის წყალი, დენი, საკვების პრობლემები აქვთ. ეს ომი, რა თქმა უნდა, უნდა დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად და ყველაფერი უნდა გააკეთონ მსოფლიო ლიდერებმა, ლიდერმა ქვეყნებმა, რომ ეს ომი შეჩერდეს. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ეს მძიმე დღეები. პრემიერ-მინისტრის დავლებით გაიგზავნა დახმარება უკრაინაში. ჩვენ რაც შეგვიძლია ვაკეთებთ, მაგრამ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, ჩვენ თვითონ ვართ დაზარალებული, რამდენიმე წლის წინ ომი იყო საქართველოში, დავკარგეთ ტერიტორიები, დღეს რუსული ჯარები დგას საქართველოს ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს ისეთი შესაძლებლობები, როგორიც აქვს გერმანიას, საფრანგეთს და დიდ ქვეყნებს. მხარდაჭერის კუთხით ყველაფერი გავაკეთეთ[/su_quote]
ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.