ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სტოლტენბერგი: რუსეთის მხრიდან ნებისმიერი დარტყმა ნატოს წევრების მიწოდების ხაზებზე, ჩაითვლება ესკალაციად

NATO-ს გენერალურმა მდვივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთი გააფრთხილა, რომ ნებისმიერი დარტყმა ალიანსის იმ წევრების მიწოდების ხაზებზე, რომლებიც უკრაინას იარაღით და საბრძოლო მასალებით ამარაგებენ, აღმოსავლეთ ევროპაში ომის ესპაკაციის მცდელობად ჩაითვლება.

“რუსეთი აგრესორია, უკრაინა კი თავს იცავს. ალიანსი მას ეხმარება, რომ თავის დაცვის უფლებით ისარგებლოს. იმ შემთხვევაში, თუ ნატო-ს წევრი ნებისმიერი ქვეყნის მიმართ, NATO-ს ტერიტორიაზე რაიმე სახის დარტმა განხორციელდება, მოქმედებს მე-5 მუხლი”, – ციტირებს სტოლტენბერგის სიტყვებს CBC News.

ცნობისთვის, ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლში გაწერილია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა ოცდაათივე წევრზე თავდასხმის ტოლფასია.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს.

 

 

იტვირთბა....