ახალი ამბები ბიზნესი მსოფლიო უკრაინის ომი

ნავთობისა და გაზის მწარმოებელი გიგანტი Shell-ი რუსული ნედლეულის შესყიდვას წყვეტს

ნავთობისა და გაზის მწარმოებელი გიგანტი Shell-ი ნედლი რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვას წყვეტს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველივე ნაბიჯის სახით კომპანია შეაჩერებს რუსული ნედლი ნავთობის ადგილზე შესყიდვას.

კომპანია დახურავს ბენზინგასამართ სადგურებს, ასევე საავიაციო საწვავის და საპოხი მასალების წარმოებას რუსეთში.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ გასულ კვირას ჩვენი გადაწყვეტილება შევიძინოთ რუსული ნედლი ნავთობის პარტია ისეთი პროდუქტების გადასამუშავებლად, როგორიცაა ბენზინი და დიზელის საწვავი, მიუხედავად იმისა, რომ ეს მიღებული იყო მიწოდების უსაფრთხოების გათვალისწინებით, არასწორი იყო და ამისთვის ბოდიშს გიხდით.

ჩვენ უკვე ვთქვით, რომ შემოსავალს გადავიტანთ რუსული ნავთობის დარჩენილი მოცულობებიდან, რომელსაც დავამუშავებთ სპეციალურ ფონდში. ამ ფონდიდან შემოსული თანხა დაიხარჯება იმ საშინელი შედეგების შესამსუბუქებლად, რომელიც ამ ომმა მოიტანა უკრაინის ხალხისთვის“, – თქვა Shell-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბენ ვან ბეურდენმა.

 მედიის ცნობით, კომპანია იწყებს რუსული ნავთობპროდუქტების, მილსადენის გაზისა და LNG-ის ეტაპობრივ მოხსნას, რაც საკმაოდ რთული ამოცანაა.

“ენერგეტიკული სისტემის ამ ნაწილის შეცვლას დასჭირდება მთავრობების, ენერგიის მიმწოდებლებისა და მომხმარებლების ერთობლივი მოქმედება, ხოლო ენერგიის სხვა წყაროებზე გადასვლა  კი გაცილებით მეტ დროს მოითხოვს”, – ნათქვამია ტექსტში.

 

იტვირთბა....