ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

ზელენსკი: რუსეთს ბოლო 30 წელში არ დაუკარგავს იმდენი საავიაციო ტექნიკა, რაც ამ 13 დღეში

ჩვენ უკვე მეცამეტე დღეა, ვიბრძვით. ყველგან ვანადგურებთ ოკუპანტებს, სადაც შეგვიძლია – ყველგან. მაგრამ, არსებობს ცა და ასობით რუსული ფრთოსანი რაკეტა, ოკუპანტების ასობით საბრძოლო თვითმფრინავი, ასობით ვერტმფრენი. დიახ, ჩვენ მათ ვანადგურებთ. რუსეთს ბოლო 30 წლის განმავლობაში არ დაუკარგავს ამდენი საავიაციო ტექნიკა, რაც ამ 13 დღეში უკრაინაში დაკარგა. თუმცა, ჯერ კიდევ საკმარისი რაკეტებია ტერორისთვის. ჯერ კიდევ საკმარისი ხუთას კილოიანი ბომბებია საიმისოდ, რომ ისინი ჩერნიგოვის და კიევის, ოდესის და ხარკოვის, პოლტავას და ჟიტომირის, ათობით და კიდევ ათობით უკრაინული ქალაქების თავზე ჩამოაგდონ მილიონობით მშვიდობიანი უკრაინელის მიმართულებით

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღევანდელ მიმართვაში.

იტვირთბა....