ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

YouTube-მა რუსული პროპაგანდისტული არხები წაშალა

მხოფლიოში უმსხვილესმა ვიდეოპლატფორმამ YouTube რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის არხი Соловьев Live წაშალა. ამასთან, იუთუბზე ხელმისაწვდომი აღარ არის მისი სატელევიზიო პროგრამის “კვირა საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან ერთად” ანგარიშიც. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ТАСС ავრცელებს.

სოლოვევმა ამ გადაწყვეტილებას “ომის გამოცხადება” უწოდა და ხელისუფლებას რუსეთში YouTube-ის დაბლოკვისკენ მოუწოდა.

მანამდე, იუთუბმა სხვა რამდენიმე არხი დაბლოკა, მათ შორის იყო რუსული საინფორმაციო ქსელის Russia Today ანგარიში. აღსანიშნავია, რომ მის ხელმძღვანელს, მარგარიტა სიმონიანს, ისევე როგორც ვლადიმირ სოლოვიოვს, თებერვალში ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები შეეხოთ უკრაინის ოკუპირებული ოლქების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გამო.

შეგახსენებთ, რუსეთი 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.

 

 

იტვირთბა....