იაპონურმა ავტომწარმოებელმა Nissan-მა სანქტ-პეტერბურგში საკუთარ საწარმოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ვებ-გვერდზე გავრცელდა.
რუსეთში “ნისანის” ქარხანა 2006 წელს გაიხსნა. კონკრეტული თარიღი, თუ როდის დაიხურება სანქტ-პეტერბურგში მოქმედი საწარმო, კომპანიას არ დაუსახელებია, თუმცა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს “უახლოეს მომავალში მოხდება”.
ამასთან, მედიის ცნობით, Nissan უკრაინას 2.5 მილიონი ევროს ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს.
შეგახსენებთ, რუსეთი 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს, რის გამოც, მსოფლიოს ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები და კერძო კომპანიები ოკუპანტს ქვეყანას ახალ-ახალ სანქციებს უწესებენ.