იაპონიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სანქციები რუსეთის კიდევ 20 მოქალაქეს დაუწესდა. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მათ შორის არიან რუსი ოლიგარქები და ჩინოვნიკები, რომლებსაც აქტივები დაუყადაღდათ. მედიის ცნობით, სანქირებულთა სიაში მოხვდა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი, დიმიტრი პესკოვი.
ამასთან, სანქცები შეეხოთ ბელარუს ბიზნესმენებსა და თანამდებობის პირებსაც. სიაში 12 ფიზიკურ პირთან ერთად, მოხვდა ბელარუსში მოქმედი 10 კომპანია და ორგანიზაცია.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაპონია აქტივებს დაუყადაღებდა რუსულ ბანკებს, მათ შორის, VTB ბანკს.
შეგახსენებთ, რუსეთი 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს, რის გამოც, მსოფლიოს ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები და კერძო კომპანიები მას ახალ-ახალ სანქციებს უწესებენ.