ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ავსტრალიის 2 უმსხვილესი ნავთობკომპანია რუსული ნედლეულის შესყიდვას წყვეტს

ავსტრალიის ორი უმსხვილესი ნავთობკომპანია Ampol და Viva Energy რუსეთისგან ნავთობის შესყიდვას წყვეტს და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს.

“შეძრწუნებული ვართ უკრაინაში განვითარებული მოვლენებით, ამიტომ, “ვივა ენერჯიმ” მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს რუსული წარმოშობის ნედლეულის შესყიდვა”, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, Viva Energy ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის Geelong მფლობელია და ბენზინგასამართი სადგურების ქსელებს Shell და Liberty ფლობს.

როგორც კომპანია Ampol-ში აცხადებენ, მათ, რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ოკუპანტი ქვეყნისგან ნავთობი ან სხვა საწვავპროდუქტები აღარ უყიდია.

კომპანიების განცხადებით, ისინი სხვა მომარაგების ჯაჭვებს გამოიყენებენ, რომ მათ მომხმარებლებს საწვავის პროდუქტებზე წვდომა არ შეეზღუდოთ.

შეგახსენებთ, რუსეთი 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს, რის გამოც, დასავლური ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები და კერძო კომპანიები რუსეთს სანქციებს უწესებენ.

 

იტვირთბა....