aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“არა-NATO მოდელების განხილვისთვის მზად ვართ” – არახამიას ექსკლუზიური ინტერვიუ Fox News-თან

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი და ფრაქცია “ხალხის მსახურის” ლიდერი, დავით არახამია Fox News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ უკრაინაში მზად არიან არა-NATO მოდელებიც განიხილონ.

მისივე თქმით, ამ მოდელების განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ზოგიერთი ქვეყნებისგან გარანტიებს მიიღებენ.

Fox News-ის ჟურნალისტმა არახამიას შემდეგი ხასიათის შეკითხვა დაუსვა – არის თუ არა მზად უკრაინა რუსეთთან NATO-ში გაწევრიანების საკითხი განიხილოს?

“პასუხი, რასაც NATO-სგან ვიღებთ, არის ის, რომ ისინი მზადაც არ არიან, განიხილონ ჩვენი NATO-ში გაწევრიანება უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში. NATO-ში [გაწევრიანების] მოთხოვნისთვის არ ვიბრძოლებთ, ვიბრძოლებდით შედეგისთვის, მაგრამ არა პროცესისთვის. მზად ვართ განვიხილოთ არა-NATO მოდელები. მაგალითად, შეიძლება პირდაპირი გარანტიები სხვადასხვა ქვეყნებისგან, როგორებიცაა აშშ, ჩინეთი, გაერთიანებული სამეფო, შეიძლება გერმანია და საფრანგეთიც. მზად ვართ განვიხილოთ ასეთი საკითხები ფართო წრეში, სხვა პარტნიორებთანაც, მხოლოდ რუსეთთან ორმხრივ საუბრებში არა”, – განაცხადა არახამიამ Fox News-ის ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.

Fox News-ის ჟურნალისტი არახამიას – რუსეთთან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ორშაბათს არის დაგეგმილი. არის რაიმე პროგრესი აქამდე?

“მე არ ვიტყოდი, რომ ჩვენ სწრაფად მივდივართ, რადგან ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იღუპება, განსაკუთრებით მშვიდობიანი მოსახლეობა. პატიოსნად, რთულია, მაგრამ ჩვენ მაინც ვაჩვენებთ გარკვეულ პროგრესს.

სულ მცირე, ორი ჯგუფი უსმენს ერთმანეთს და აქტიურად განიხილავს სხვადასხვა საკითხებს. ერთადერთი ნაწილი, რომლებზეც შეთანხმება თითქმის შეუძლებელია, არის ყირიმი და ე.წ. რესპუბლიკები, რომლებსაც რუსეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ ჩვენ ვაღიაროთ დამოუკიდებლად. ეს მიუღებელია უკრაინის საზოგადოებაში. საუბარია არა პოლიტიკოსებზე, არამედ უკრაინელებზე, რომლებიც არასოდეს დაუშვებენ ამას. ეს არის მთავარი გამოწვევა და, მართალი გითხრათ, ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ გადავლახოთ ეს ბარიერები”, – განაცხადა არახამიამ.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს გაიმართება.

იტვირთბა....