aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“ომის დასრულების 3 სცენარი არსებობს” – The New York Times-ის პროგნოზი

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების შეჭრის შემდეგ, მოვლენების შემდგომი განვითარების სამი სცენარი არსებობს, – აღნიშნულის შესახებ The New York Times-ის ამერიკელმა ჟურნალისტმა თომას ფრიდმანმა განაცხადა.

პროგნოზის მიხედვით, პირველი სცენარი ყველაზე მძიმეა. დანარჩენი ორი უფრო რბილია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა.

პირველი სცენარი:

ექსპერტი თვლის, რომ თუ დასავლეთი ვერ შეაჩერებს პუტინს, ის უკრაინის მთლიანად განადგურებამდე მივა. ამ სცენარს შეიძლება მოჰყვეს  ისეთი მასშტაბის ომის დანაშაულებები, როგორიც ევროპას ნაცისტური ეპოქის შემდეგ არ უნახავს.

„თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროს არასოდეს ჰქონია საქმე ამ დონის სამხედრო დანაშაულებში ბრალდებულ ლიდერთან, რომლის ქვეყანაც 11 დროის ზონას მოიცავს.. მსოფლიოში ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია და ფლობს ბირთვული იარაღის უდიდეს არსენალს“, – წერს ფრიდმანი.

მეორე სცენარი:

რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ძალაში შევა და ორივე მხარე იძულებული იქნება კომპრომისზე წავიდეს.

„ცეცხლის შეწყვეტისა და რუსული ჯარების გაყვანის სანაცვლოდ, უკრაინის აღმოსავლეთი ანკლავები, რომლებიც ახლა დე ფაქტო რუსეთის კონტროლს ექვემდებარება, ოფიციალურად გადაეცემა რუსეთს და უკრაინა ღიად დაპირდება, რომ არასოდეს შეუერთდება ნატოს.

აშშ და მისი მოკავშირეები შეთანხმდებიან რუსეთის წინააღმდეგ ახლახან დაწესებული ეკონომიკური სანქციების გაუქმებაზე“, – წერს ექსპერტი.

ექსპერტის აზრით, ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან პუტინს, ფაქტობრივად, დასჭირდება იმის აღიარება, რომ მან ვერ შეძლო უკრაინის რეინტეგრაციის ხედვის რეალიზება.

მესამე სცენარი:

ყველაზე ნაკლებად სავარაუდო სცენარი ისაა, რომ რუსები აჯანყდებიან და პუტინს ჩამოაგდებენ.

“ათასობით ადამიანი უკვე გამოდის ქუჩებში პუტინის გიჟური ომის გასაპროტესტებლად. ისინი ამას აკეთებენ საკუთარი უსაფრთხოების რისკის ქვეშ. და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ადრეა ამის თქმა…საინტერესოა გადალახავს თუ არა რუსეთის მოსახლეობა შიშის ბარიერს და დაასრულებს თუ არა პუტინის მმართველობას“, – აღნიშნა ექსპერტმა.

იტვირთბა....