aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ელენა ზელენსკაია რუს ქალებს – თქვენი ქმრები, ძმები, შვილები ბავშვებს კლავენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

თქვენი ქმრები, ძმები, შვილები უკრაინელ ბავშვებს კლავენ, – ასე მიმართა უკრაინის პირველმა ლედიმ, ელენა ზელენსკაიამ რუს ქალებს.

მან ასევე მოუწოდა “ნატოს” ქვეყნებს დახურონ უკრაინის საჰაერო სივრცე და შეაჩერონ მკვლელობები.

“რუსი ოკუპანტები უკრაინელ ბავშვებს კლავენ და ამას შეგნებულად, ცინიკურად აკეთებენ.

მარიუპოლიდან 18 თვის კირილე მშობლებმა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მძიმე ჭრილობების გამო ექიმებმა ვერაფერი შეძლეს, ვერ გადაარჩინეს.

ალისა ახტირკიდან. მას შეეძლო რვა წლის გამხდარიყო. თუმცა, ის ბაბუასთან ერთად დაიღუპა.

პოლინა კიევიდან. ის დაიღუპა ჩვენი დედაქალაქის ქუჩებში შევარდნის დროს, მშობლებთან და ძმასთან ერთად. მისი და კრიტიკულ მდგომარეობაშია.

არსენი, 14 წლის. პროჟექტილის ფრაგმენტი მოხვდა თავში. მედიკოსებმა ვერ შეძლეს მისი გადარჩენა.

სოფია, 6 წლის. ის, თვენახევრის ძმასთან, დედასთან, ბებიასთან და ბაბუასთან ერთად, მათ მანქანაში სასიკვდილოდ ჩაცხრილეს. ოჯახმა ნოვა კახოვკას დატოვება სცადა.

უნდა მოგიყვეთ ამის შესახებ. უკრაინაში უკვე სულ მცირე 38 ბავშვი დაიღუპა. და ეს ადამიანი (პუტინი)  ამ რიცხვს უფრო გაზრდის – ჩვენი მშვიდობიანი ქალაქებიც განადგურდება.

როცა რუსეთში ხალხი იტყვის, რომ მათი ჯარები მშვიდობიან მოსახლეობას არ ვნებს, აჩვენეთ ეს სურათები! აჩვენეთ ამ ბავშვების სახეები, რომლებსაც გაზრდის შანსიც კი არ მისცეს.

კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს, რომ რუსული ჯარი დაარწმუნონ, რომ შეწყვიტონ სროლები და დაუშვან ჰუმანიტარული დერეფნები?

კიდევ რამდენი უნდა დაიღვაროს სისხლი და შიმშილით მოკვდეს ხალხი,  მსოფლიომ რომ შეაჩეროს სამოქალაქო მანქანების და მოხალისეობის განადგურება?
უკრაინის ყველაზე ცხელ ქალაქებში კორიდორები გვჭირდება ახლა! ასობით ბავშვი იღუპება იქ სარდაფებში საკვებისა და სამედიცინო დახმარების გარეშე.

რუსი სამხედროები ესვრიან ოჯახებს, რომლებიც შენობების დატოვებას ცდილობენ. ისინი ასევე კლავენ მოხალისეებს, რომლებიც ცდილობენ დახმარებას.
მივმართავ მსოფლიოში ყველა მედიას!

თქვით ეს საშინელი სიმართლე: რუსი დამპყრობლები კლავენ უკრაინელ ბავშვებს. ისინი ამას განზრახ აკეთებენ, ესვრიან მოსაკლავად და ჰუმანიტარული დახმარების მიღების საშუალებას არ აძლევენ.
რუს დედებს უთხარით – გააგებინეთ, რას აკეთებენ ზუსტად მათი ვაჟიშვილები აქ, უკრაინაში.

აჩვენეთ ეს ფოტოები რუს ქალებს – თქვენი ქმრები, ძმები, თანამემამულეები კლავენ უკრაინელ ბავშვებს – თქვენი შვილები! გააგებინეთ, რომ ყველა უკრაინელი ბავშვის სიკვდილზე პირადად აგებენ პასუხს, რადგან მათ თავიანთი თანხმობა მისცეს ამ დანაშაულებზე.

ნატოს ქვეყნებს: დაკეტეთ ცა უკრაინას თავზე! გადაარჩინეთ ჩვენი შვილები, რადგან ხვალ ამიტ თქვენს შვილებს გადაარჩენთ”, – წერს ელენა ზელენსკაია.

იტვირთბა....